|
2025-02-14 17:38:56, 478 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - მზია ამაღლობელს მოსამართლის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, არ ელოდა რაიმე განსხვავებულს ამ სასამართლოსგან
34-დღიანი შიმშილობის კვალობაზე, რა თქმა უნდა, გამხდარია, შენელებულია, თუმცა ისევ მხნედ არის, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება, მზია ამაღლობელს არ გაჰკვირვებია. „სასამართლო გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მას არ გაჰკვირვებია, არ ელოდა რაიმე განსხვავებულს ამ სასამართლოსგან. ქალბატონი მზიას საპატიმროში გატარებული ყოველი დღე არის უკანონო. არ არსებობს არცერთი რეალური გარემოება და მტკიცებულება, რომელიც წინასწარ პატიმრობას გაამართლებდა. სასამართლო პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არის. ეს მზიას მიმართ ჯიბრში ჩადგომა და რეპრესიული იარაღის გამოყენებაა. არცერთი გარემოება მათ მხარეს არ არის, ქალბატონი მზია ამ დრომდე ითვლება ადმინისტრაციულ სახდელ დაუდებელ პირად. რეალურად ქალბატონი მზიას წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობა რევანშია. ჯანმრთელობის მდგომარეობას კონკრეტულად რაც შეეხება, ჩვენ ადვოკატები ვხედავთ, რომ წონაში კლება აღენიშნება და დასუსტებულია, თუმცა ეს კვლევებით უნდა გამოჩნდეს. მაგრამ არ სურს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა პლანზე იყოს",- განაცხადა ჯუბა ქათამაძემ. ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)