|
2025-02-14 16:43:06, 469 ნახვა
საზოგადოება
Wizz Air-მა ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენები შეწყვიტა
ავიაკომპანია Wizz Air-ი რეგულარულად აკვირდება რეისებზე მოთხოვნას და შესაბამისად გეგმავს მარშრუტებს მის ქსელში. სწორედ ამ მიზეზით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, Wizz Air-ი აგრძელებს განვითარებას საქართველოს ბაზარზე. 2025 წელს ავიაკომპანია გეგმავს თითქმის 400000 ადგილის დამატებას, რაც 2024 წლის ზაფხულთან შედარებით 22%-ით მეტია. „კოპენჰაგენის მიმართულებით მოთხოვნა არ იყო საკმარისად მაღალი, რის გამოც გადავწყვიტეთ რეისების შეჩერება. მიუხედავად ამისა, საქართველო ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და ჩვენ ვაგრძელებთ აქ ინვესტირებას. 2025 წელს უფრო მეტი ფრენა, მეტი მიმართულება და მეტი შესაძლებლობა გველოდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუწყოთ ხელი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაუმჯობესოთ საერთაშორისო კავშირები,” – აცხადებენ Wizz Air-ში. ავიაკომპანია მზად არის, კიდევ უფრო გააფართოოს მიმართულებების ქსელი და გააძლიეროს პოზიციები საქართველოს ბაზარზე მომავალი წლის განმავლობაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)