19:07 - 11 Jun, 2026
|
2025-02-14 10:54:14, 376 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ის დელეგაციასთან გამართავს. მიუნხენში შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, რომელთა ფარგლებშიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს. პრეზიდენტი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)