20:00 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 13:52:12, 331 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი - საგამოძიებო კომისიის შესწავლისა და შეფასების საგანი 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება

სოზარ სუბარის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შესწავლისა და შეფასების საგანი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, 2007 წლის კოდორის ხეობის სპეცოპერაცია უნდა გახდეს.

მისივე თქმით, „შეფასება უნდა მიეცეს მთლიანად რეჟიმს - თუ რა იყო და რა ხდებოდა იმ წლებში ქვეყანაში“.

„არის საქმეები, რაც დაკავშირებულია 2008 წლის მოვლენებთან - ომთან და იმ ომში სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ღალატთან. ამ ღალატის მკაფიო მაგალითია თუნდაც ევროსაბჭოს რეზოლუცია - 16/33, რომელიც ყველამ კარგად ვიცით.

რატომ მოხდა, რომ 2008 წლის ომის წინ ახალგორის მუნიციპალიტეტი, რომელიც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედიოდა, იქიდან გამოყვეს, გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი დე ფაქტო აღდგენა მოახდინეს და იქ აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს - რა იყო ამის მიზანი?

რა იყო იმის მიზანი, რაც კოდორის ხეობაში მოხდა? - რატომ მოხდა ბატალიონ „მონადირეს“ განიარაღება, რომელიც ამ ხეობას ათწლეულის განმავლობაში იცავდა?! ბატალიონის წევრები დაიჭირეს, ზოგიერთი მათგანი ციხეში გარდაიცვალა, ზოგი იძულებული გახდა გაქცეულიყო - ასე ჩააბარეს კოდორის ხეობა.

ეს არის ისეთი საკითხები, რომელიც არ შეიძლება შეფასების გარეშე დარჩეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე.

სოზარ სუბარი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის სტატუსით არის წარმოდგენილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics