20:00 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 12:05:06, 344 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - საგამოძიებო კომისიას შედეგი აუცილებლად ექნება, ხალხი პროცესითაც ისიამოვნებს

„ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიცია უკვე დიდი ხანია აღარ ჰქვია. ის არის სახელმწიფოს ოპოზიციაში. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი – როგორც გერმანიას თავის დროზე ნიურნბერგის პროცესმა ჩამოაცილა ნაციონალ-სოციალისტური, ფაშისტური პარტია, რის შემდეგაც ამოისუნთქა გერმანიამ და დაიწყო ნორმალური განვითარება, ასე უნდა მოხდეს ჩვენს შემთხვევაშიც”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგი აუცილებლად დადგება და „ნაცმოძრაობა”, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება.

„არამარტო „ქართული ოცნება”, „ხალხის ძალა”, ან ჩვენი მომხრეები, არამედ ჩვენი მოწინააღმდეგეებიც კი იმას აღნიშნავენ, თუ რით ვერ დასრულდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ბოგინი ქვეყანაში. არადა, ვერ დასრულდება, სანამ სამართლებრივად იარსებებს ეს პარტია. კოლექტიური ნაცმოძრაობა არათუ სხვა პარტიებს, მათგან გასულ პარტიებსაც კი არ აძლევს განვითარების საშუალებას. მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები მოსაძებნიც არ არის – საერთაშორისო სასამართლოებშია ისეთი დასკვნები მიღებული, რომ მხოლოდ ისინია საკმარისი, ეს პარტია რომ გააუქმო, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია.

ამ კომისიის მუშაობის შედეგი აუცილებლად დადგება – ხალხი პროცესითაც ისიამოვნებს – მათ გავახსენებთ ბევრ რამეს, რაც ნაცმოძრაობას გაუკეთებია, შემდეგ კი „ნაცმოძრაობა”, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics