|
2025-02-13 10:10:38, 484 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - ტრამპს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება სურს
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რუსეთში ვიზიტის შესახებ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა. „თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება სურს. ტრამპმა ეს არაერთხელ განაცხადა“, – აღნიშნა ლევიტმა. პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი პუტინს განიხილავს, როგორც რეგიონულ კონკურენტს, მაგრამ მნიშვნელოვნად მიიჩნევს დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებას. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც ტრამპმა საუბრის შემდეგ აღნიშნა, პუტინთან შეთანხმდა, რომ ერთად იმუშავებენ, რაც ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებს მოიცავს. ხოლო რუსული მედია წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)