21:15 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 13:57:09, 355 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - მოღალატეობრივ ქმედებებზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი, წინა ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანას ტერიტორიების ნაწილი დააკარგინა

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.

როგორც მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განაცხადა, წინა ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანას ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგინა.

„ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო იმ დანაშაულების გამოძიება, რომლებიც წინა ხელისუფლებამ და მასთან ასოცირებულმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა თუ პიროვნებებმა ჩაიდინეს. არავის უნდა ეპატიოს მაგალითად, ქვეყნის ტერიტორტიების ჩაბარება რუსეთზე. მათი ბინძური, უგუნური, გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების გარკვეული ნაწილი. განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაღუპული გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, უმძიმესი შედეგები მივიღეთ და ეს ჭრილობები ჯერაც არ მოგვიშუშებია. შესაბამისად, ამ მოღალატეობრივ ქმედებებზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics