21:15 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 19:52:19, 397 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, მიუნხენში მივიტანო მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება დღეს საქართველოში

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 14 თებერვალს მიუნხენში გამგზავრებამდე, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა.

როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები წამოიჭრა, ხოლო უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოების მაღალი დონის ხელმძღვანელები იქნებიან, მისი მთავარი გზავნილი იქნება, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში.

„შეხვედრაზე საინტერესო საკითხები წამოიჭრა, უფრო გეოპოლიტიკური კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იქ მივიტანო, მითუმეტეს ეს არის უსაფრთხოების კოფერენცია, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოების მაღალი დონის ხელმძღვანელები იქნებიან და მათთან მივიტანო მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება საქართველოში, არა მხოლოდ დიქტატურა, რეპრესიები და რუსული რეჟიმი, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რეალურად საქართველოში რუსეთმა მოიგოს ის, რაც ვერასოდეს მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის.

მე ვარ ძალიან დამუხტული და კმაყოფილი ამ შეხვედრებით, ეს გაგრძელდება ხვალაც და ზეგაც. ეს პლატფორმები, რომლებიც იქმნება, არის რეალურად პოლიტიკური პროცესი და  ეს კორდინაცია, რომელიც დაიწყო, არის ის პროცესი, რომელსაც ყველა ელოდებოდა და ჩვენი, ყველასი ვალდებულებაა გავაძლიეროთ და ყველას დავეხმაროთ.“ -  განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics