21:16 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 19:04:23, 555 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს მაიდნის სცენარისა და მეორე ფრონტის პრევენცია

ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი უნდა იყოს მაიდნის სცენარის და მეორე ფრონტის გამეორების პრევენცია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ გადაიქცეს უკრაინიზაციის მსხვერპლად, რადგან უკრაინაში რევოლუციისა და ომის შედეგები ქვეყნისთვის კატასტროფული იყო.

„ჩვენი მთავარი ძალისხმევა უნდა იყოს იმისთვის, რომ არ დავუშვათ მაიდნის გამეორება ჩვენს ქვეყანაში და, რაც მთავარია, არ დავუშვათ მეორე ფრონტის გახსნა,“ – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, არსებობს კოორდინირებული მცდელობები საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ზიანის მიყენებისთვის, რის შესახებაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. კობახიძე ამტკიცებს, რომ ასევე არსებობს მცდელობა, საქართველოს ეკონომიკური კრიზისი ხელოვნურად შეექმნათ, რაც ასევე მოითხოვს გამოძიებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics