09:41 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 12:01:19, 522 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავას გზის გადაკეტვას ედავებიან

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ადვოკატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, უგულავას გზის გადაკეტვას ედავებიან, თუმცა, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

აბესაძის თქმით, ამ ყველაფერს სამართალთან კავშირი არ აქვს და პროცესები პოლიტიკურია.

„გიგი უგულავას სავარაუდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გაიმართება პროცესი. 17 იანვარს, "მამების და შვილების" მარშზე რუსთაველის გამზირი ხელოვნურად გადაიკეტა. 593 ადამიანის დაჯარიმებას აპირებენ, სადაც არანაირი ინდივიდუალური მტკიცებულება, ან შეფასება წარმოდგენილი არ არის. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის რეპრესია, ეს რეპრესია ივანიშვილის ძალმომრეობითი რეჟიმის განსამტკიცებლად და იმ დანაშაულების გადასაფარადაა საჭირო, რასაც პოლიცია სჩადის. არანაირი მოლოდინი სამართლიანი სასამართლოსი არ გვაქვს, როგორც პოლიტიკურ პროცესში, ასე ვმონაწილეობთ",- განაცხადა აბესაძემ.

რამდენიმე წუთში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics