|
2025-02-07 15:29:42, 378 ნახვა
საზოგადოება
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პროტესტია
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პროტესტია- მეტალურგიული ქარხნის 300-მდე თანამშრომელი ხელფასების მატებას ითხოვს. საწარმოში სამუშაო პროცესი შეჩერებულია, მძიმე პირობებში მომუშავე ადამიანები კი ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე დგანან. მათი განცხადებით, ქარხანაში თანამშრომლების 10%-ის შემცირების შემდეგ, სხვა თანამშრომლებზე დატვირთვა გაიზარდა და ახლა მათ ორმაგი საქმის კეთება უწევს. ამასთან, ქარხანაში გაუქმებულია პრემიების სისტემაც. მოთხოვნებს შორის არის შრომის ადამიანური პირობების შექმნა და ჯანმრთლობის დაზღვევაც.
“დღე და ღამე ფოლადთან ვმუშაობთ, როდის რა გადმოგესხმება, არავინ იცის, ჯანმრთელობის დაზღვევაც ფორმალურად გვაქვს“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
საწარმოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთან კავშირზე ქარხნის დირექტორი და მოადგილე არ გადიან და მხოლოდ დაცვის უფროსი ეკონტაქტებათ. პროტესტის მონაწილეები მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მუშობის გაგრძელებას არ აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)