09:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 09:04:19, 902 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას ჯერ არ განუხილავს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტები შეერთებულ შტატებთან

უკრაინას ჯერ არ განუხილავს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტები შეერთებულ შტატებთან, მაგრამ სამხედრო მხარდაჭერა არ შემცირებულა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ამერიკული მხარდაჭერის შემცირება არ გვაქვს. არ შეჩერებულა, გრძელდება, რისთვისაც მადლობელი ვარ შეერთებული შტატების. რა თქმა უნდა, ახალ პაკეტებზე არ ვსაუბრობთ, ამაზე საუბარი ნაადრევია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდების შემცირება ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს დააზარალებს.

„უფრო სუსტები ვიქნებით და შევინარჩუნებთ თუ არა (მიწას) - დარწმუნებული არ ვარ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

Reuters-ის ცნობით, ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინაში მიწოდება ცოტა ხნის წინ შეჩერდა და შემდეგ განახლდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კიევის მიმართ პოლიტიკის განხილვის ფონზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics