2025-02-06 09:01:55, 528 ნახვა
მსოფლიო
ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარადგენენ
აშშ-ის მოკავშირეები ელიან, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ გეგმას მომავალ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაქვეყნებს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ომის დასრულების გეგმას, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი წარადგენს.
Bloomberg-ი წერს, რომ გეგმის მოსალოდნელ ელემენტებს შორისაა კონფლიქტის პოტენციური გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გაურკვევლობაში დატოვება, ამავდროულად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, რათა მოსკოვმა ხელახლა შეტევა ვერ შეძლოს.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,