|
2025-02-05 22:50:53, 947 ნახვა
სამართალი
შსს ტაბულას ჟურნალისტს გზის გადაკეტვას ედავება როცა იგი ჟურნალისტურ საქმიენობას ასრულებდა
ტაბულას რეპორტიორს, ნიკოლოზ ჭირაქაძეს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეფონო ზარით აცნობა, რომ 17 იანვარს მან რუსთაველზე გზა გადაკეტა და ამის გამო, სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. - ამის შესახებ გამოცემა "ტაბულა" იუწყება ნიკოლოზ ჭირაქაძე 17 იანვარს რუსთაველის გამზირზე ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, ეკიდა პრესის ბარათი. მეტიც, ნიკოლოზ ჭიქარაძე იმავე დღეს ტაბულას პირდაპირ ეთერში აშუქებდა საპროტესტო აქციას. ამავე პირდაპირ ეთერში მან პოლიციას თავიც წარუდგინა (ვიდეო კომენტარებში). საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ტაბულა ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ექსტრაორდინარული სიტუაციის, ჟურნალისტების წამებისა და ცემის მიუხედავად, მუშაობას აგრძელებს პროფესიული სტანდარტის ორდინარული წესების დაცვით. დღეს ცნობილი გახდა რომ ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვას ედავება იმ აქციაზე, რომელსაც ფოტოგრაფი აშუქებდა. ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 იანვარს გზის გადაკეტვას ედავება. ვახო ქარელი ამ და სხვა აქციებზეც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და საპროტესტო აქციას აშუქებდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)