|
2025-02-04 19:05:56, 509 ნახვა
სამართალი
დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი - ჩემთვის უცნობია რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში
2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებული დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატის ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს გზაზე გადასვლის უფლება თავად სამართალდამცავებმა მისცეს.
მისივე თქმით, ადვოკატებს საათ-ნახევარზე მეტია არ ეძლევათ დიმიტრი ბიძინაშვილთან შეხვედრისა და საქმის მასალებთან წვდომის საშუალება.
ცნობისთვის, „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შსს-ს განცხადებით, გამოძიება გრძელდება, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)