|
2025-02-04 12:59:18, 363 ნახვა
სამართალი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი ლომიძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული ლომიძე სხდომაზე გამოცხადებაზე და დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებდა. ამასთან, ოქმში მითითებული იყო, რომ ის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებით ბრალდებულის ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა განაცხადა, რომ ლომიძე გამოცხადებაზე უარს კი არ აცხადებდა, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დასწრება არ შეუძლია. ამასთან, ადვოკატის თქმით, მას ბრალდებული 18 იანვრის შემდეგ არ უნახავს, ვინაიდან ციხეში შეხვედრების ოთახამდე ბრალდებული ვერ გამოდის, ადვოკატს კი საკანში არ უშვებენ. ვარდიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფეხისა და ხერხემლის არეში ტკივილები აქვს, მას დაკავებამდე ფეხზე ოპერაცია აქვს გაკეთებული, დაკავების პროცესში განხორციელებულმა ძალადობამ კი ტკივილის პროვოცირება მოახდინა. ადვოკატის განმარტებით, ლომიძე საწოლიდან ვერ დგება და საპირფარეშოში გასვლაშიც მას თანამესაკნეები ეხმარებიან. ცნობისთვის, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)