07:36 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 15:53:25, 429 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე მზია ამაღლობელზე - ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი

მამუკა მდინარაძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე, რომელიც 23 დღეა შიმშილობს ამბობს, რომ მან ჭამა უნდა დაიწყოს და „დამთავრდება ყველაფერი“.

 „რაც შეეხება ქალბატონ მზიას, ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, რომ თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს, გასაგებია შიმშილობა, გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი, ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი. სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არც ერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. კარგად თუ უნდა იყოს, შიმშილისკენ და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს მიხედოს და ჯანმრთელობას მიხედონ, შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი, ნებისმიერ შემთხვევაში“, - თქვა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics