19:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 14:29:28, 446 ნახვა

ეკონომიკა
ბოსტნეული 13.2%-ით გაძვირდა, ყავა და ჩაი - 11.5%-ით, წლიური ინფლაცია 2%-ია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 2% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (+13.2%)
  • ყავა, ჩაი, კაკაო - (+11.5%)
  • ზეთი და ცხიმი (+10.9%)
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+3.9%)
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+4.8%)
  • თევზეული (+1.9%)

ამასთან, საქტატი ირწმუნება, რომ ფასები 0.4%-ით შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე, ხოლო 1.3%-ით ხილსა და ყურძენზე.

საქსტატის ცნობითვე, წინა წელთან შედარებით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასი - 6.2%-ით გაიზარდა. განათლება 5.1%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.8%-ით, ჯანდაცვა - 3.8%-ით, დასვენება/გართობა/კულტურა - 1%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 0.5%-ით. 

ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 12.5%-ით. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1.0%-ით გაიაფდა, ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 1.2%-ით.-ით, ტრანსპორტი კი - 1%-ით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics