08:34 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-01 19:06:53, 668 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს კონგრესში ქართული კოშმარის არაღიარების აქტს 4 ახალი თანაინიციატორი ჰყავს

აშშ-ს კომგრესში „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” 4 ახალი თანაინიციატორი ჰყავს – თანაინიციატორებად პროექტს დაემატნენ რესპუბლიკელი მაიკლ ტერნერი, დემოკრატი ლოიდ დოჯეტი, რესპუბლიკელი ლავლერ მაიკლი და დემოკრატი ემანუელ კლივერი.

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში 10 იანვარს ოფიციალურად დარეგისტრირდა. მისი წარმდგენი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, თანაინიციატორი კი დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი. კანონპროექტი აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის აღიარების შეზღუდვის შესახებ, რომელიც აშშ-ის კონგრესს 8 იანვარს წარუდგინეს კონგრესმენებმა უილსონმა და კოენმა, საჯარო გახდა. დოკუმენტი ასევე ცნობილია, როგორც "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics