11:04 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 02:19:28, 605 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ მმართველი გუნდი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „აბსოლუტურად უალტერნატივო“ იყო და ასამბლეაში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ქალბატონმა თეა წულუკიანმა გამოაცხადა ჩვენი დელეგაციის სახელით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად უალტერნატივო იყო. ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მოხდება დელეგაციის გამოწვევა საქართველოს პარლამენტის მიერ. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტს მხარი 114-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ყირგიზეთს მეგობარ სახელმწიფოდ განვიხილავთ, ეს ვიზიტი ისტორიულია
უკრაინა რამშტაინში დამატებით 20 მილიარდ დოლარს მოითხოვს, რათა რუსეთი „კიდევ უფრო მეტად დაიწვას“
ტაილანდის მეფეის უფროსი ქალიშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა
Reuters: შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics