|
2025-01-29 15:44:36, 426 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შეცვალა აშშ-ს საგარეო განვითარების დახმარების სრულად შეჩერებაზე ტრამპის ბრძანება
გამოცემა „Washington Post“-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, შეცვალა აშშ-ს საგარეო განვითარების დახმარების სრულად შეჩერებაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება და "სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების" გამონაკლისი გამოაცხადა. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 20 იანვარს აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებდა. თუმცა, „Washington Post“-ის მიერ ნანახი დოკუმენტების მიხედვით, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დახმარების ორგანიზაციებს გაუგზავნა, რუბიომ გამონაკლისი დააწესა იმ შემთხვევებში, როცა საქმე ეხება "სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურების, საკვების, თავშესაფრების ან არსებობისთვის საჭირო დახმარებას, ასევე მსგავსი დახმარების გაწევისთვის საჭირო ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვას." ამასთანავე, გამონაკლისი არ ეხება "აბორტს, ოჯახური დაგეგმვის კონფერენციებს, ტრანსგენდერულ ქირურგიულ ჩარევებს ან სხვა სიცოცხლისთვის არასაშიში შემთხვევებისთვის საჭირო დახმარებას." ტრამპის ბრძანებით, აშშ 90 დღით საგარეო განვითარების დახმარებას შეაჩერებს და გადახედავს მის პოლიტიკას. ტრამპმა საგარეო დახმარების შეწყვეტა იმით ახსნა, რომ "აშშ-ს საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს და ხშირად ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს." ბრძანების მიხედვით, ტრამპის პოლიტიკა ითვალისწინებს, რომ არანაირი სახის საგარეო დახმარების გაცემა არ უნდა მოხდეს ისეთი გზით, რომელიც სრულად არ არის თანხვედრაში აშშ-ს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან. ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება გულისხმობს, რომ 90 დღის განმავლობაში შეაჩერება აშშ-ს საგარეო განვითარების დახმარება, და ყველა პასუხისმგებელ დეპარტამენტსა და სააგენტოს უფროსი ავალდებულებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დახმარების გაწევა უცხოურ ქვეყნებს, პროგრამების შემსრულებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კონტრაქტორებს. ამავდროულად, შეჩერებასთან ერთად დაიწყება აშშ-ს საგარეო დახმარების პროგრამების გადახედვა. შესაბამისი დეპარტამენტები და სააგენტოების ხელმძღვანელები, სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, განსაზღვრავენ, გააგრძელონ, შეცვალონ თუ შეაჩერონ აღნიშნული პროგრამები. პროგრამების გადახედვისა და 90-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში მანამდეც, სახელმწიფო მდივანი, აშშ-ს პრეზიდენტთან და ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოსთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვეტს, შეცვალოს თუ გააგრძელოს ეს პროგრამები. ტრამპის ბრძანების მიხედვით, ნებისმიერი ახალი საგარეო დახმარების პროგრამის განხორციელება მხოლოდ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ან მის მიერ დანიშნული პირის თანხმობით იქნება შესაძლებელი.
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ბადრი ჯაფარიძე - სხდომა შეგნებულად არის დახურული, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინოს საოცარი აბსურდი
სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება, მაგრამ პირობები არ ვიცით
ნიკა გვარამია: „ოცნება“ პოლიტპატიმრებს დასავლეთთან ვაჭრობის იარაღად იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)