|
2025-01-28 10:34:08, 427 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - “რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ
„რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპის განცხადებით, აშშ-ში „რკინის გუბათის“ მშენებლობის დაწყების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და აღნიშნა, რომ პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება. „პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი იქნება. მას ძალიან კარგად ვიცნობ და ის შესანიშნავი იქნება. პიტ ჰეგსეტი არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა „რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა, რომელიც ამერიკელებს დაიცავს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, მსგავსი თავდაცვის სისტემით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანიც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ „აშშ-ს ტექნოლოგია არ ჰქონდა“. „ჩვენ ახლა ფენომენალური ტექნოლოგია გვაქვს. ამას ისრაელში ხედავთ. ვფიქრობ, აშშ-ს ამის უფლება აქვს და ყველაფერი 100%-ით აშშ-ში დამზადდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)