20:22 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-25 14:00:52, 556 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანი

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა თურქეთის ქალაქ კონიაში, სელჩუკლუს რაიონში მოხდა.

მაშველებმა შენობაში მყოფი ხუთი ადამიანიდან სამის გამოყვანა მოახერხეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც მედია წერს, შენობაში მყოფი ხუთი ადამიანი ოჯახის წევრები არიან. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ნგრევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics