|
2025-01-25 12:21:13, 533 ნახვა
მსოფლიო
გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“ წარიმართა
გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“ წარიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს შორის სატელეფონო საუბარი გასულ კვირას შედგა და 45 წუთს გაგრძელდა. სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა დანიის პრემიერს განუცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ მისი განზრახვა სერიოზულია. ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დონალდ ტრამპი „მკაცრი“ იყო და სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“ წარიმართა. „საშინელება იყო. ადრე ამის სერიოზულად აღქმა რთული იყო. ვფიქრობ, ახლა საქმე სერიოზულად არის და ეს პოტენციურად ძალიან საშიშია“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა. გამოცემის მეორე წყაროს განცხადებით, ახლა დანიელები „კრიზისულ რეჟიმში და საკმაოდ შეშინებულები არიან“. დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღნიშნეს, რომ სატელეფონო საუბრის მსგავს ინტერპრეტაციას არ ეთანხმებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)