20:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 16:31:59, 616 ნახვა

ეკონომიკა
2024 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

2024 წელს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა. გასულ წელს ოკუპირებულმა რეგიონმა დაახლოებით 2.5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 150 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები.

აქედან თითქმის 418 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია რუსეთიდან იმპორტირებული, ხოლო დარჩენილი ნაწილი ენგურისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იყო. რეგიონმა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია იანვარ-თებერვალ-მარტში მოიხმარა.

ომის შემდეგ, როდესაც ენგურჰესის შენობა (სამანქანო დარბაზი) ქვესადგური და ვარდნილჰესი მთლიანად რუს-აფხაზების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დარჩა, ხოლო კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნახევარი გამყოფი ხაზის აქეთ, მოხდა არაფორმალური, ზეპირი შეთანხმება ენგურ-ვარდნილის კასკადის გამომუშავების განაწილების შესახებ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის პროპორციით 40/60, რაც იმ პერიოდისათვის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს დარჩენილი აქტივების შეფასებულ ღირებულებას შეესაბამებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics