14:02 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 10:03:24, 449 ნახვა

სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილი - როცა ძალაუფლების მქონე პირი იყენებს მის მიერ დაქვემდებარებულ სისტემას, ეს პოლიტიკური მიზნით დევნაა

როდესაც პოლიტიკური აბსოლუტური ძალაუფლების პირი იყენებს მის მიერ დაქვემდებარებულ სისტემას ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მის პოლიტიკურ დავალებებს არ ასრულებს და ეწინააღმდეგება მის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ეს პოლიტიკური მიზნითა და ძალაუფლებით ადამიანის დევნაა,- ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი „გამოძალვის მიზნით მუქარაა“.

„ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი აგრძელებს ივანიშვილის ტყუილებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური მდგენელი არ ყოფილა. როდესაც პოლიტიკური აბსოლუტური ძალაუფლების პირი იყენებს მის მიერ დაქვემდებარებულ სისტემას ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მის პოლიტიკურ დავალებებს არ ასრულებს და ეწინააღმდეგება მის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ეს პოლიტიკური მიზნითა და ძალაუფლებით ადამიანის დევნაა.

დღეს არის მეორე დღე ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის, რომელშიც მონაწილეობენ ივანიშვილის წარმომადგენლები და მე. შესაბამისად, დავსვამთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს, რის შემდეგაც ყველა ადამიანი და დაინტერესებული პირი ახალ დეტალებს შეიტყობს ამ სპექტაკლის შესახებ.

როდესაც დამნაშავეებს გატაცებული ჰყავთ ადამიანი და ისინი აგზავნიან მორიგების წერილს, ეს გამოძალვაა. მე ვარ ყველანაირი კანონის გარეშე, ამ ქვეყანაში ჩაკეტილი, ყველაფერი დაყადაღებული მაქვს და სასჯელით მემუქრებიან, შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი გატაცება და მუქარა გამოძალვის მიზნით“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ედავება, კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics