|
2025-01-23 14:06:34, 434 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო მედიაორგანიზაციები - გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, შეწყდეს მედიის დევნა
პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს აწერენ განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი და ონლაინ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი და შეწყვიტოს ქვეყანაში თავისუფალი მედიის დევნა. ორგანიზაციები ასევე მოითხოვენ ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ზედმიწევნითი გამოძიების ჩატარებას. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო დევნა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ზედმიწევნით გამოძიებას მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ“ — წერია განცხადებაში. განცხადებაზე ხელმომწერთა სია:
მზია ამაღლობელი პოლიციამ ბათუმში აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავა. ამაღლობელი პირველად სამმართველოს კედელზე სტიკერის გაკვრის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს. ამაღლობელი იმავე ღამეს მეორედ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)