22:35 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 10:04:28, 487 ნახვა

პოლიტიკა
გოშიევსკა - უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ

"უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ", - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მალგორზატა გოშიევსკამ, ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

"ორი თვეა საქართველო ჩაფლულია მასობრივ პროტესტში სასტიკი, ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც კიდევ ერთხელ გააყალბა არჩევნები და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით პასუხობს. საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა: ევროპული ღირებულებები, ან კრემლის კრიმინალური რეჟიმის ტრიუმფი. ჩვენ, ევროპარლამენტი, გვერდზე არ უნდა გავდგეთ, უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია, თავისუფალი მედიის, პროევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერა, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics