|
2025-01-21 21:34:04, 802 ნახვა
საზოგადოება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა
„გილოცავ, საქართველო. ამ მიღწევას უნდა ვუმადლოდეთ მდგრად ინვესტიციას, ჯანდაცვის მუშაკების, თავდადებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას პრევენციისკენ, ადრეულ გამოვლენას და ეფექტურ გამკლავებას მალარიის ყველა შემთხვევასთან“ - საქართველოს, მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატის მინიჭება ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლუგემ მიულოცა. აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მორიგი აღიარებაა. მისივე განცხადებით, ეს წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას, ასევე, გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. სილვიუ დომენტეს თქმით, ეს იყო უზარმაზარი ინვესტიცია და დიდი შრომა, მალარიის გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით. ქვეყნის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფლად აღიარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიცირების მისაღებად, საქართველომ, განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)