|
2025-01-21 11:33:06, 448 ნახვა
საზოგადოება
ამ წუთებში, ბათუმში საგამოძიებო სამსახურის წინ ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში, ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც ისინი უწყებას მიმართავენ, რომ გამოიძიოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძის მხრიდან "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. ჟურნალისტები მოითხოვენ, რომ აღიძრას საქმე და შეწყდეს მზია ამაღლობელის მიმართ დაწყებული დევნა. „საია“ თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ ირაკლი დგებუაძის ჩვენებით არ დგება 353-ე პრიმა მუხლის კვალიფიკაცია, რადგან დგებუაძის განმარტებით, მზია ამაღლობელი მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა დარტყმისას და მის ყურეზე აღინიშნებოდა სიწითლე, რაც სასამართლო პრაქტიკის მიხედვით თავდასხმის დეფინიციას არ შეესაბამება. მათივე განცხადებით, საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტი და დადგეს მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. „ჩვენ მოვითხოვთ ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერებას“, - აცხადებენ ჟურნალისტები. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. სოლიადრობა მზია ამაღლობელს
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)