16:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 16:40:21, 449 ნახვა

სამართალი
გიორგი თარგამაძე - მზია ამაღლობელი არის რეჟიმის პატიმარი

მზია ამაღლობელი არის რეჟიმის პატიმარი, ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს საქართველოში და ქვეყანამ დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი, ევროპული და ეროვნული სახელმწიფოს გზა უნდა განაგრძოს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, გიორგი თარგამაძემ შსს-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მართავენ.

თარგამაძის თქმით, ჟურნალისტების ციხეში ჯდომას არავინ შეეგუება და დღევანდელი დღე სწორედ ამის გამოხატულებაა.

“ჟურნალისტების არაერთმა თაობამ ბევრი მსხვერპლი გაიღო, რომ სიტყვის თავისუფლება ჰქონოდა ჩვენს საზოგადოებას“, - ამბობს თარგამაძე.

როდესაც ქალი ჟურნალისტი ზის ციხეში, ეს კიდევ უფრო რთულად შესაგუებელია, არც არვინ შეეგუება და ამის გამოხატულებაა დღევანდელი დღეც. თუმცა, გაცილებით უფრო დიდ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ჟურნალისტების არაერთმა თაობამ ბევრი მსხვერპლი გაიღო, პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოში იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება ჰქონოდა ჩვენს საზოგადოებას, ის რაზედაც დგას თანამედროვე ქართული სახელმწიფო, რომლის განადგურებასაც ნაბიჯ-ნაბიჯ და მიზანმიმართულად, წლების განმავლობაში, ცდილობს ივანიშვილი და მისი თუთიყუშები. მზია ამაღლობელი არის რეჟიმის პატიმარი, ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს საქართველოში და ქვეყანამ დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი, ევროპული და ეროვნული სახელმწიფოს გზა უნდა განაგრძოს. ეს გზა კი ვერ გაგრძელდება მზია ამღლობელის გარეშე“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).

14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა. ამაღლობელის დაკავებას მგმოეხმაურა მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტი და ორგანიზაცია. "რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე" და ევროკავშირმა ამაღლობელის უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს.

#თავისუფლებამზიას





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics