|
2025-01-17 15:41:42, 466 ნახვა
მსოფლიო
რუსეთისთვის ამაღელვებელია – პესკოვი უკრაინასა და ბრიტანეთს შორის ხელშეკრულებაზე
კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის "100-წლიანი პარტნიორობის" ხელშეკრულების გაფორმებას ეხმაურება. პესკოვის თქმით, NATO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ მსგავსი აქტივობა რუსეთის საზღვრებთან "ამაღელვებელია". "გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა, მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩვენი საზღვრებისკენ მოახლოება ნამდვილად ამაღელვებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭირო იქნება დამატებითი ანალიზის ჩატარება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება" – ამბობს პესკოვი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის კიევში ვიზიტის დროს ხელმოწერილი ხელშეკრულება ძირითადად მოიცავს უსაფრთხოების, მეცნიერების, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებს. მისი მთავარი მიზანი ბალტიის, შავი და აზოვის ზღვებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რუსული აგრესიის შესაკავებლად ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაა. სტარმერის თქმით, მისი მთავრობა უკრაინას ახალ მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის, რომელიც სპეციალურად უკრაინის საჭიროებებისთვის იქნება შემუშავებული. ამასთან ერთად, Sky News-თან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, დაეხმარება თუ არა ბრიტანეთი უკრაინას სამხედროებით, სტარმერმა უპასუხა, რომ ეს საკითხი მან ზელენსკისთან და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან უკვე განიხილა და ბრიტანეთი "თავის როლს სრულად შეასრულებს"
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)