|
2025-01-17 10:50:01, 422 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება
ნაძალადევის რაიონის ნაწილს დღეს, 12:00 საათიდან 18 იანვრის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „დღეს, 17 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, ბოთერაშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშოები მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 17 იანვრის დღის 12:00 საათიდან 18 იანვრის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, კურნატოვის, სართანიას, ზიგზაგის, ჭოპორტის, ღოღობერიძის ღრმაღელეს, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის, ქებურიას, გლინკას, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გულრიფშის, ვეშაპურის, ბეჟანიშვილის, ბოგვის, რატევანის, შენგელაიას, ნაგომარის, მუხრანის, თამარაშვილის (ყოფილი მესხიშვილის), ტოროშელიძის, გვაზაურის, სადმელის, სააკაძის, ნიკო მარის, წაღვერის და გმირ კურსანტთა ქუჩებს, ვეკუას ქუჩა N10, N17, ხიზაბავრის ქუჩა N5, გურამიშვილის გამზირის N15ბ, N31, N25, N27,N29, თიანეთის ქუჩა N97-N137 (კენტ ნომრებს) N84-N104 (ლუწ ნომრებს), ჩარგლის ქუჩა N1-N71 (კენტ ნომრებს), N2-N56, N79 (ლუწ ნომრებს), სანზონის N2, 3, 4, 5, 9, 10, 11, 15, 18, 19, 20, 21, 28, ხუდადოვის N56, ლიახვის ქუჩა N44, დადიანის ქუჩა N7, N255, N305-N323, ბენდელიანის ქუჩა N1-N40, გურგენიძის ქუჩა N18, ჭყონდიდელის ქუჩა N 26-N40. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)