|
2025-01-16 00:26:29, 503 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა და ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ისრაელის ხელისუფლებამ და ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის ხელმძღვანელობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ტერორისტების მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების შესახებ. ამის შესახებ ოთხშაბათს, 15 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ყატარის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ბინ აბდულ რაჰმან ალ ტანიმ განაცხადა. მისი ქვეყანა მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა. კატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საომარი მოქმედებები 19 იანვარს შეწყდება. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დოჰაში ღაზას სექტორის მოლაპარაკებების მონაწილეებს ჯერ კიდევ რამდენიმე პუნქტი აქვთ შესათანხმებელი. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და რომ ჰამასის მძევლები მალე გაათავისუფლებენ. "ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთში მძევლების შესახებ. ისინი მალე გაათავისუფლებენ", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში Truth. მანამდე, რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის The Times of Israel და ბრიტანული მედია კომპანია BBC, წერდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებულია და ის ოფიციალურად გამოცხადდება "უახლოეს საათებში".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)