|
2025-01-14 12:32:13, 379 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს დილით კიევში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ მოგზაურობით ვაჩვენო, რომ ვაგრძელებთ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას. ეს არის სიგნალი იმისა, რომ გერმანია, როგორც ნატო-ს წევრი უდიდესი ქვეყანა ევროპაში, უკრაინის მხარეს დგას და არა მარტო, არამედ ხუთ ქვეყანასთან და ბევრ სხვა მოკავშირესთან ერთად“, - აღნიშნა პისტორიუსმა. ბორის პისტორიუსმა გუშინ ვარშავაში პოლონელ, ფრანგ, იტალიელ და ბრიტანელ კოლეგებთან შეხვედრაზე კიევისთვის შემდგომი დახმარების საკითხი განიხილა. გერმანია ოთხ ევროპელ პარტნიორთან ერთად უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაზრდას გეგმავს. „თუ იქნება ფული, თუ იქნება იარაღის წარმოების შესაძლებლობა, მაშინ უკრაინა თავად შეძლებს თავის ჯარებს საბრძოლო მასალები და იარაღი ყველაზე სწრაფად მიაწოდოს“, - განაცხადა პისტორიუსმა ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)