|
2016-03-04 12:11:21, 611 ნახვა
სამართალი
საქართველოს მიერ ნარკოდანაშაულთან საბრძოლველად გატარებულ ღონისძიებებს სახელმწიფო დეპარტამენტი პოზიტიურად აფასებს
ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს ნარკოდანაშაულთან ეფექტიანად ბრძოლის მიმართულებით. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშში ხაზგასმულია ის ღონისძიებები, რომლებიც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში განხორციელდა. კერძოდ, 2015 წლის 4 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც დასახელებულ საბჭოს ხელმძღვანელობს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA). აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოზიტიურად და მნიშვნელოვნად აფასებს აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებას. მემორანდუმი ემსახურება ნარკოვითარების მონიტორინგის გაძლიერებას, რის საფუძველზეც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედდება ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. ანგარიში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საქართველოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების საკითხს. განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული არასრულწლოვნებზე პოზიტიური საჯარო მესიჯების მეშვეობით ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშეწყობაზე. აშშ მხარს უჭერს საქართველოს, გააგრძელოს სამართალდამცავთა მხრიდან ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაზე ეფექტური რეაგირება და მოახდინოს ორიენტირება ქვეყანაში ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ გამოძიებებსა და სისხლისსამართლებრივ დევნაზე. აშშ, ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა ნარკოდანაშაულთან ეფექტიანად ბრძოლაში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2014 წელს ამოღებულ იქნა რეკორდული რაოდენობის 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი, ხოლო 2015 წლის პირველ ათ თვეში უკანონო ნარკოტიკების ამოღების მნიშვნელოვანი ოპერაციის შედეგად − 37 კილოგრამი კოკაინი და 60 კილოგრამი ამფეტამინი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მიღწეული შედეგები სამართალდამცავი ორგანოების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების, კინოლოგიური სამსახურის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების დამსახურებაა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)