|
2025-01-14 10:54:00, 387 ნახვა
საზოგადოება
მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები შეიკრიბნენ
ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ისინი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ. ჟურნალისტები, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. მზია ამაღლობელს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)