|
2025-01-14 10:00:33, 351 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი შაჰინი - ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა
ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა; ჩვენს მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, როდესაც ისინი ჩვენს თავისუფლებას საფრთხეს უქმნიან; საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა, - ამის შესახებ განცხადებას ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს. სენატორმა ჯინ შაჰინმა განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაავრცელა. „ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკამ ნატო-ს მსგავსი ალიანსები გააფართოვა და გააძლიერა და გლობალური კოალიცია გააერთიანა, რომელიც პრეზიდენტ პუტინის უკანონო და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა; ჩვენს მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, როდესაც ისინი ჩვენს თავისუფლებას საფრთხეს უქმნიან; საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა“, - წერს ჯინ შაჰინი. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)