|
2025-01-14 08:46:32, 339 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე - თავდაცვის ხარჯები თუ არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა მოუწევთ
თავდაცვის ხარჯები თუ არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება მოუწევთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც რუტე ამბობს, ის ღრმადაა შეშფოთებული ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით. „ჩვენ ახლა უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ოთხ ან ხუთ წელიწადში ასე ვეღარ ვიქნებით. თავდაცვის ხარჯები თუ არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება მოუწევთ. მე ღრმად ვარ შეშფოთებული ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით. ჩვენ არ ვართ ომში, მაგრამ არც მშვიდობაში ვართ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია თავდაცვაში და მეტი შესაძლებლობების წარმოება. ეს ვერ მოიცდის. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი საზოგადოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამძლეობა“, – აღნიშნა რუტემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)