23:06 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 22:15:47, 417 ნახვა

საზოგადოება
აქტივისტის თქმით, მისი პირადი ცხოვრების კადრები ისევ გაავრცელეს

პროევროპული აქციების აქტივისტის, სანდრო ქინქლაძის თქმით, სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელეს. ქინქლაძე წერს, რომ მან საჩივარი უკვე დაწერა.

"ამათგან რომ გასაკვირი არაფერია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. დღეს სოციალურ ქსელში, ერთერთი დეპუტატის პოსტის კომენტარებში გავრცელდა ჩემი პირადი ცხოვრების კადრები, ვიდეო, სადაც ვარ 14-15 წლის.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იზოლატორში ვიყავი, მაშინაც გავრცელა საერთოდ სხვა ადამიანმა. ახლაც მიმდინარეობს იმ საქმის გამოძიება. ის პირი უკვე დაკავებულია.
ახლა გამოვედი ვაკის პოლიცის განყოფილებიდან, სადაც ამ ადამიანზე დავწერე საჩივარი" — წერს ქინქლაძე.

სანდრო ქინქლაძე დეკემბერში პროევროპულ აქციებზე დააკავეს. მისი თქმით, "მეგობრის სადარბაზოდან მომიტაცეს". ქინქლაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics