|
2025-01-13 16:49:44, 391 ნახვა
მსოფლიო
შვედეთის პრემიერი - შვედეთი ომში არ არის, მაგრამ არც მშვიდობა აქვს
შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა თქვა, რომ ჰიბრიდული თავდასხმების გათვალისწინებით, შვედეთი ომში არ არის, მაგრამ არც მშვიდობა აქვს. ამის შესახებ კრისტერსონმა თავდაცვის საკითხების შესახებ გამართული კონფერენციის გამხსნელ დღეს ისაუბრა. კრისტერსონმა აღნიშნა, რომ ჭეშმარიტი მშვიდობა შეუძლებელია თავისუფლების გარეშე და ქვეყნებს შორის კონფლიქტის დროს. მისივე თქმით, მათ, ვისაც სურთ მშვიდობა, "ომისთვის უნდა იყვნენ მზად". "ჭეშმარიტ მშვიდობას სჭირდება თავისუფლება და ქვეყნებს შორის სერიოზული კონფლიქტის არარსებობა, თუმცა, ჩვენ და ჩვენი მეზობლები ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშ ვართ მოქცეულები, რომლებიც არა რობოტებით ან ჯარისკაცებით, არამედ კომპიუტერებით, ფულით, დეზინფორმაციით და საბოტაჟის რისკით ხორციელდება". - თქვა კრისტერსონმა. შვედეთის პრემიერმინისტრმა ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანებაზე ილაპარაკა და თქვა, რომ "მტრული განზრახვა ვერ გამოირიცხება". კრიტერსონმა თქვა, რომ 14 იანვარს ბალტიის ზღვის მთავრობებსა და სახელმწიფოს მეთაურებს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში შეხვდება. მისივე თქმით, "არასერიოზულად არ ადანაშაულებენ", მაგრამ ყველანი ამას "სერიოზულად აღიქვამენ". "შვედეთს ნაჩქარევი დასკვნები არ გამოაქვს და ძალიან მტკიცე მიზეზების გარეშე არავის საბოტაჟში არ ადანაშაულებს. მუშაობა გრძელდება და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეგულარულად მიეწოდება ინფორმაცია. [...] თუმცა, არც გულუბრყვილოები ვართ. უსაფრთხოების ვითარება და ფაქტი, რომ ბალტიის ზღვაში ისევ და ისევ უცნაური რაღაცები ხდება ასევე გვაფიქრებინებს რომ მტრული განზრახვები ვერ გამოირიცხება. [...] მცირე მტკიცებულებები არსებობს, რომ გემი შემთხვევით და ამის შემჩნევის გარეშე 300 მეტრის ღუზას 100 კილომეტრის მანძილზე ათრევდა იმის გააზრების გარეშე, რომ ეს დაზიანებას გამოიწვევდა". - თქვა კრისტერსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)