|
2025-01-13 15:49:35, 357 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება
„პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ მოსამართლეების შეკრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. „ძალიან ცუდია და კატეგორიულად მიუღებელი ის ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, მაგრამ ამის გამო ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯონ და მიაყენონ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ის, რაც ვნახეთ თუნდაც გუშინ, რასაც ვუყურეთ წინა დღეებში, არის ჩვეულებრივი ფაშიზმის გამოვლინება. არ იფიქროთ, რომ ეს მარტო საქართველოში ხდება. ევროპულ ქვეყნებშიც ამ ტიპის ვითარებაა და ეს ფაშიზმი ყველგან დამთავრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)