20:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-12 15:39:47, 447 ნახვა

საზოგადოება
საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ ლოზუნგით: „სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“. შეკრებილები ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის დევნასა და არალეგიტიმური მმართველობის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

„სტიკერის გამო აკავებენ ადამიანებს, სადაც არანაირი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ წერია, მხოლოდ გაფიცვისკენ მოწოდებაა. „ქართულ ოცნებას“ გაფიცვის ძალიან ეშინია, რადგან ამას ვერ გაუძლებს და ეს ჩამოშლის ხელისუფლებას,“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, ქართული პოლიცია ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებს ემსახურება და არა ხალხს.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ყველა დაკავებულს და მოითხოვენ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics