|
2025-01-12 12:40:30, 446 ნახვა
სამართალი
ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულების საქმეები სააპელაციო სასამართლოში განიხილება
ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული 11 ბრალდებულის საქმეები სააპელაციო სასამართლოში მიდის. ოლიგარქის პირადი ტყვეების პატიმრობის კანონიერების საკითხი დღეიდან სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს. ადვოკატები უკვე მიიღეს გადაწყვეტილებები. იურისტები აღნიშნავენ, რომ ის, რაც პროკურორებმა გამორჩათ, დასაბუთების ნაწილში არ ჩაწერეს, რას ედავებოდნენ ახალგაზრდებს, თავად მოსამართლემ ჩაწერა. ქეთევან ჯაჭვაძემ აღკვეთის ღონისძიების არშეცვლისას გადაწყვეტილებაში მითითება გააკეთა, რომ შესაძლოა დაკავებულები მიმალულიყვნენ და ხელოვნურად განეცადათ არარსებული დანაშაული. ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი, აღნიშნავს, რომ ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში რჩება, არ შეესაბამება არც ერთ სამართლებრივ სტანდარტს.
უკანონო გადაწყვეტილებაზე საუბრობს ონისე ცხადაძის ადვოკატიც. შოთა თუთერიძე პირდაპირ აცხადებს, რომ აღნიშნული უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების დასჯას ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ვერდიქტი მოსამართლემ 10 იანვრის პროცესზე გამოიტანა, რასაც დარბაზში ხმაური მოყვა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)