|
2025-01-12 10:43:44, 454 ნახვა
მსოფლიო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადება, ვოლოდიმერ ზელენსკიზე
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, განაცხადა, რომ ის ევროპაში „მათხოვრობს“ და „აშანტაჟებს სხვებს“. ფიცოს სიტყვებით, ზელენსკი ხშირად ხვდება ევროპელ ლიდერებს და ითხოვს ფინანსურ დახმარებას, რასაც ფიცო აბსურდულად თვლის და აღნიშნავს, რომ „ეს უნდა შეწყდეს“. საპარლამენტო კომიტეტში გამოსვლისას ფიცომ უპასუხა ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც მოითხოვდა მისგან განმარტებას მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისა და უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საკითხზე სლოვაკეთის შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ფიცო განაცხადა, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებამ მომზადა ორი ვარიანტი უკრაინიდან გაზის ტრანზიტის საკითხის მოგვარებისათვის. ერთ-ერთი ვარიანტი იყო შეთანხმება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომლის შედეგადაც სლოვაკეთს აზერბაიჯანული გაზი უნდა მიეწოდებოდა, თუმცა, ფიცოს თქმით, ეს შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩაშალა. მეორე ვარიანტი იყო სლოვაკური კომპანია SPP-ის წინადადება, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნა უკრაინაში შვილობილი კომპანია გაზის სლოვაკეთში ტრანსპორტირებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)