|
2025-01-12 00:44:29, 581 ნახვა
პოლიტიკა
შსს-სთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია იმართება, ჟურნალისტი უკვე გაათავისუფლეს
თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ, ჟურნალისტების საპროტესტო აქცია იმართება, რომლებიც გამოცემა „ბათუმელების და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის და დირექტორის მზია ამაღლობელის სასწრაფო გათავისუფლებას მოითხოვენ. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს. „ბათუმში დაკავებებს პირადად ხელმძღვანელობდა, აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი გრიგოლ ბესელია. ძალიან კარგად იცოდა, ვინ იყო მზია ამაღლობელი. დააკვა მხოლოდ იმის გამო, რომ დაეშინებინა დამოუკიდებელი მედია. ბათუმელების საგამომცემლო სახლი, მისი საქმიანობით, წლებია რეჟიმისთვის თავის ტკივილად იქცა. ტვ პირველი მოითხოვს, სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელი. ჩვენ სოლიდარობა თქვენ! + განაცხადა ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ. „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე „ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებას ეხმაურება: ერთხელ ასლან აბაშიძემ დაგვაკავა მე და მზია ამაღლობელი და როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ნახევარ საათში გაგვათავისუფლეს, როგორც ჩანს, ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, რომელიც ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში, ეს არის ის, რასაც ვისმენდით ჩვენი რუსი კოლეგებისგან: როგორ იდევნებოდნენ, როგორ ახშობდნენ ყველაფერს, რასაც თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული“ - ამბობს თურაძე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)