|
2025-01-10 09:36:52, 402 ნახვა
მსოფლიო
შოლცი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს და თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს სურთ, რომ ბერლინმა უკრაინას დამატებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწიოს გერმანიაში 23 თებერვალს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე გამოცემა Der Spiegel-ის წყაროების ინფორმაციით, ამას ეწინააღმდეგება ფედერალური კანცლერი, სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი. გამოცემის თანახმად, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები იარაღის ახალი პარტიით უკრაინის დახმარების აუცილებლობას იმით ასაბუთებენ, რომ ბოლო თვეებში რუსეთის შეტევის დაჩქარების გამო ფრონტზე უკრაინის მდგომარეობა გაუარესდა და ამასთან, გაურკვეველია განაგრძობს თუ არა აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 20 იანვარს გაიმართება. Der Spiegel-ის ინფორმაციით, ოლაფ შოლცი უარს იმით ხსნის, რომ გერმანიის მომავალი მთავრობა, რომელიც თებერვლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება, ფაქტის წინაშე არ უნდა დააყენონ. გარდა ამისა, შოლცი სწრაფად მოქმედების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საკმარისია უკრაინის დასახმარებლად გერმანიის წლევანდელი ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებული 4 მილიარდი ევრო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)