|
2025-01-09 15:14:44, 425 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად დამატებით ვადას აძლევს
ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადები გაუხანგრძლივა. 31 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, სტაციონალურ დაწესებულებებს სერტიფიკატის წარდგენა 2025 წლის 1 მაისამდე ევალებათ, ხოლო ამბულატორიული და ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა. სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც აკრედიტაციას ვერ გაივლიან, პროგრამის დატოვება მოუწევთ. მანამდე, სავალდებულო აკრედიტაციის ბოლო ვადა 2025 წლის 1 იანვარი იყო. თუმცა, 2024 წლის 31 დეკემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადასტურებლად დამატებითი დრო მიეცემათ. დადგენილების მიხედვით: სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები ვალდებული არიან, 2025 წლის 1 მაისამდე წარადგინონ საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამბულატორიული და ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ლაბორატორიები, ვალდებულნი არიან 2025 წლის 31 დეკემბრამდე წარადგინონ საერთაშორისო აკრედიტაციის ან ISO სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, პროგრამის დატოვება მოუწევთ. საერთაშორისო აკრედიტაცია ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვისაც სავალდებულო გახდება, რაც ISO15189 სტანდარტის შესაბამისობის მოპოვებას გულისხმობს. სამინისტროს განცხადებით, ეს ცვლილებები მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)