04:20 - 12 Jun, 2026
|
2025-01-08 15:10:17, 310 ნახვა
მსოფლიო
ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს
ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. „დიპლომატიური და სადაზვერვო არხების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი თანამემამულე ირანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა და ის იტალიაში ბრუნდება“, - ნათქვამია იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში. შეგახსენებთ, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟურნალისტი სესილია სალა თეირანის პოლიციამ 19 დეკემბერს მაშინ დააკავა, როცა ის რეპორტაჟს იღებდა. მოგვიანებით, იტალიელი ჟურნალისტის დაკავება ირანის კულტურის სამინისტრომაც დაადასტურა, რომლის განცხადებით, სესილია სალამ „ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონები დაარღვია“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)