|
2025-01-08 13:53:55, 433 ნახვა
მსოფლიო
ირანის ძირითადმა ძალებმა ასადის გაქცევის შემდეგ სირია დატოვეს
სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ირანის მებრძოლთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა - იუწყება The Wall Street Journal-ი, დასავლელ დიპლომატებზე და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. მათი თქმით, ირანის ათასობით მეომარი და მათი მოკავშირეები გაიქცენენ, ტექნიკა და იარაღი კი ადგილზე დატოვეს. იარაღი მოგვიანებით განადგურებულ იქნა ისრაელის მიერ, ან ხელში ჩაუვარდა აშშ-ის, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჯგუფს, "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამს". ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მებრძოლთა დიდი ნაწილი გაემგზავრა ერაყის ქალაქ ელ-ყაიმში, ნაწილი გაფრინდა თეირანში. ხოლო რადიკალური ჯგუფის, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰეზბოლას" წევრები ლიბანში წავიდნენ. სირიის ახალი მმართველობა, რომელსაც "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი" უდგას სათავეში, ირანს საფრთხედ განიხილავს და აპირებს არ დაუშვას მისი ფორმირებების დაბრუნება სირიაში. ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი, აჰმედ აშ-შარა ამბობს, რომ ასადის მარცხმა რეგიონში ირანის გავლენის მასშტაბი ათწლეულებით დააბრუნა უკან. ირანმა ასადის რეჟიმის მხარდაჭერაზე მილარდები დახარჯა. ამჟამად ირანის გავლენა ახლო აღმოსავლეთში მცირდება, მათ შორის ისრაელის საჰაერო დარტყმების და საბრძოლო დანაკარგების გამო - აღნიშნავს WSJ. ანტისამთავრობო ძალებმა, რომლებსაც სათავეში ედგა პროთურქული ორიენტაციის "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი", შეტევა გასული წლის ნოემბერში დაიწყეს, 8 დეკემბერს კი გამოაცხადეს, რომ დამასკს აკონტროლებდნენ და ასადის რეჟიმი დამარცხებული იყო. სირიის პრეზიდენტი რუსეთში გაიქცა, სადაც თავშესაფარი მიიღო. The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ანტისამთავრობო ძალების მხრიდან დამასკზე შეტევის ფონზე ირანმა დაიწყო მებრძოლების და დიპლომატების ევაკუაცია ერაყსა და ლიბანში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)